ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე 3 თვის სეინთის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს თან ახლავს კომენტარი : „შენ ხარ მზე, რომელიც ანათებს ჩემს დილას“ – წერს რეალითი-შოუს ვარსკვლავი.
ეს უკვე მეორე ოფიციალური ფოტოა, რომელიც კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში გააზიარა. პირველი ფოტო მან თებერვალში, მამის დაბადების დღეზე გაავრცელა.
