LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Cruze – სედანი, რომელიც წესებს ხელახლა ადგენს

წარმოიდგინეთ, რომ ერთ ავტომობილში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ძალიან გჭირდებათ: ექსტერიერისა და ინტერიერის შესანიშნავი სტილი, მართვის საუკეთესო მახასიათებლები, ეკონომიური ძრავები და ხუთი ვარსკვლავი უსაფრთხოების რეიტინგში. სწორედ ასეთია Chevrolet Cruze.

თქვენი Cruze-ისთვის არჩევანი ბენზინისა და დიზელის 7 ძრავას შორის შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელთა მოცულობა 1,4-დან 2,0 ლიტრამდეა და მათ შორისაა უახლესი, 1,4T-ლიტრიანი, 140 ცხენის ძალის მქონე ბენზინის აგრეგატიც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება.

აქვე შეხვდებით თქვენთვის საჭირო სტანდარტულ ფუნქციებსაც:
მძღოლის კომპიუტერს, რომელიც საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, რადიოს, CD პლეერს, სპეციალურ პორტს თქვენი iPod-ის ან MP3 პლეერისთვის და 7 დუიმიან ფერად ეკრანს, რომელიც პარკირების უკანა კამერასაც მოიცავს.

 

გადაცემის ჩანაწერი