Suzuki SX4 S-CROSS-ის ძირითადი მახასიათებლები თვითონ მეტყველებენ თავის თავზე. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, Suzuki-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი ოსტატობა კროსოვერების და სრულამძრავიანი ავტომობილების წარმოების დარგში.
1,6 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა. S კროსის მაქსიმალური სიჩქარე 165 კილომეტრ საათია. 100 კილომეტრზე კი ეს მოდელი საშუალოდ 5,7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
ორზონიანი კლიმატკონტროლი, ავტომატური ფარები, 4 დინამიკიანი აუდიო სისტემა და USB კაბელის შესაერთებელი კი S-CROSS-ით მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ავტომობილის სტანდარტული აღჭურვილობა ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემას, კურსის მდგრადობის სტაბილიზაციის ელექტრონულ სისტემას, ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებელს და 7 უსაფრთხოების ბალიშს მოიცავს.
გადაცემის ჩანაწერი
