გადაცემის სტუმარი კომპანია Millenium Event Group-ის ორგანიზატორი მიშო ჯანიაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნელი აკოფოვა და დიჯეი გიორგი ცოფურაშვილი იყვნენ.
– მოგვიყევი კომპანიის შესახებ, როდის ჩამოყალიბდა?
– Millenium Event Group 6 თვის წინ ჩამოალიბდა. არ გამოვირჩევით დიდი პრაქტიკით, მაგრამ გვაქვს ჩატარებული რამდენიმე კულტურული ღონისძიება, თუმცა სპეციალური სტუმარი საზღავრგარეთიდან პირვერლად ჩამოგვყავს.
– დავაკონკრეტოთ ვისზეა საუბარი, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე და თუ ჩატარდა წინასწარი გამოკითხვა საზოგადოებაში?
– 19 მარტს, კლუბ „ტრიუმფში“ ტარდება ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის საღამო, რომლის სპეციალური სტუმარი იქნება რუსეთიდან მოწვეული სტუმარი Jah Khalib, ბევრისთვის საყვარელი შემსრულებელი. მისი სეტის შემდეგ გაგრძელდება შოუ, რომელზეც გამოვლენ ქართველი დიჯეებიც.
რაც შეეხება გამოკითხვას, კი, ჩავატარეთ სოციალურ ქსელში და აბსოლუტური უმრავლესობის, დაახლოებით 90%-ის აზრი გავითვალისწინეთ.
– რა ეღირება ბილეთი და სად შეიძლება მათი შეძენა?
ნელი: 1 მარტამდე გვქონდა პირველი კალათისთვის გათვლილი ბილეთები, რომლის ფასი იყო 25 ლარი, ამჯამად მხოლოდ 30 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. შეძენა შესაძლებელია „ტრიუმფში“, წერეთლის 116-ში, ასევე ათონელის 29-ში და ვებ-გვერდზე eventer.ge. ადგილზე ბილეთის ღირებულება 35 ლარი იქნება.
– ეიჯ და ფეის კონტროლი თუ იქნება?
მიშო: რა თქმა უნდა.
– რამე განსაკუთრებული მოთხოვნა თუ აქვს რუს დიჯეის?
– არაფერი ასეთი არ ყოფილა, უბრალოდ ხაზი აქვს გასმული ხარისხისთვის და მისი მოთხოვნა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.
– როგორია Millenium Event Group-ის სამომავლო გეგმები?
– ბუნებრივია, ამჟამად კონცენტრირებულები ვართ ამ ივენთზე, მაგრამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბევრ მუსიკოსთან, ერთ-ერთის ვინაობას ექსკლუზიურად გეტყვით და ის ბორის ბრეჟა იქნება. სხვა დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ, უბრალოდ გეტყვით, რომ კარგ სიურპრიზს ვამზადებთ.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებას, 19-ში კარის გახსნა იგეგმებოდა 22 საათზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხალხის რაოდენობამ იმატა და ანშლაგს ველოდებით, რუსი სტუმარი 12-ის ნახევარზე გამოდის, ამიტომ კარის გაღება 21:30 საათისთვის გადმოვწიეთ.
– გიორგი, რა ხდება შენს კარიერაში?
გიორგი: ვუკრავ დახურულ ივენთებზე, უფრო მეტად პროდიუსინგით ვარ დაკავებული და პარალელურად ვსწავლობ.
– თუ დაგიკრავს აქამდე ასეთი მასშტაბის დიჯეის გვერდით?
– არა, ასეთი მასშტაბური ივენთი არ მქონია და დიდი მოლოდინი მაქვს 19 მარტის მიმართ.
– წარმატებებს გისურვებთ.
