ვიქტორია ბექჰემმა Instagram-ზე ქალიშვილის მორიგი ფოტო გააზიარა, სადაც პატარა ჰარპერი დედის მიერ შექმნილი კაბის ექსკიზსს ათვალიერებს: „დაპირებაზე მუშაობს, როგორც დედა“ – დაწერა ვიქტორიამ სოციალურ ქსელში.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შვილები აქტიურად არიან ჩართულნი სამოდელო ბიზნესში. 17 წლის ბრუკლინი Burberry-ის სარეკლამო სახეა, 13 წლის რომეო თავად მოგვევლინა მოდელის ამპლუაში, 4 წლის ჰარპერი კი, მუდამ თან ახლავს დედას მოდურ ჩვენებებზე.
