„რუფტოპის“ წარმომადგენელი და ჟურნალისტი, მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ ტერასაზე პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის დაცვის წევრმა ადამიანი გადაარჩინა.
„დღეს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის დაცვამ, ირაკლიმ (გვარი არ ვიცი) ადამიანი გადაარჩინა! ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, იმ შენობაში, სადაც Rooftop Terrace მდებარეობს. ბიზნესცენტრის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა, ისე გულმოდგინედ იცავდა ობიექტს, ჭამა დაავიწყდა და ცუდად გახდა. რომ არა ირაკლი, რომელიც ტერასაზე მყოფ ანას და მის მეუღლეს ახლდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. მარგველაშვილის დაცვა სასწრაფოს წასვლას დაელოდა, თავად ესაუბრა დაცვის კომპანიას და ბოლოს ახალბედა ნოდარი სახლშიც წაიყვანა. სამსახურს არ დაკარგავო, დაჰპირდა. მიყვარს ადამიანები! მადლობა ირაკლი.“
მაცაცომ ამ სტატუსზე თავად ანამ მონიშნა და აღნიშნა: „ანა, თქვენ და თქვენს ყველა მეგობარს ყურადღებისთვის დიდი მადლობა.“ ანამ კი თავის მხრივ, დაცვის წევრის სახელი და გვარი მიუთითა, ირაკლი შუშანაშვილი. დღის გმირი სწორედ ეს ადამიანი გახლავთ…
