15 წლის წინ ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. ამ რანგით მან არაერთხელ მოინახულა სირიელი ლტოლვილები ლიბანში და დეტალურად გაეცნო მათ პრობლემებს. ამჯერად მსახიობი კვლავ ესტუმრა ლიბანს, სადაც ლტოლვილებს შეხვდა, სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და მოუწოდა მთავრობას, აქტიურად ჩაერთოს ლტოლვილთა პრობლემების მოგვარების საქმეში: „მე მინდა მადლობა გადავუხადო ლიბანელ ხალხს მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის გადარჩენისთვის. თქვენ აძლევთ მთელს მსოფლიოს სოლიდარობისა და ჰუმანურობის საოცარ მაგალითს“ – ნათქვამია ჯოლის განცხადებაში, რომელიც UNHCR-ის ოფიციალურ საიტზე დაიდო.
უკვე დღეს ოსკაროსანი მსახიობი საბერძნეთში იმყოფება. ჯოლი ლტოლვილთა ბანაკსაც ეწვია, სადაც ოთხიათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ასევე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს.
