რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Boeing 737-800-ის ჩამოვარდნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თვითმფრინავი, რომელმაც დონის როსტოვის თვითმფრინავში დაჯდომისას კატასტროფა განიცადა, FlyDubai-ს ეკუთვნის. შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.
მარკინმა არ დააკონკრეტა, კატასტროფის რა ვერსიებს განიხილავს. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, რთული მეტეოროლოგიურიპი პირობების გამო ეკიპაჟის შეცდომა გამხდარიყო.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 3.40 სთ-ზე მოხდა, მაშინ, როდესაც თვითმფრინავი უკვე დასაჯდომად ემზადებოდა. მიწაზე დაშვებისთანავე ავიალაინერი ნაწილებად დაიშალა.
ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

