LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს შენ გეხება” 13 საათზე აქციას მართავს

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანიაში „ეს შენ გეხება!“ არიან ჩართული, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით შანტაჟს დღეს აქციით გააპროსტესტებენ. აქცია 13 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება. მონაწილეები მოითხოვენ, გამოიძიონ ფარული მოსმენისა და მიყურადების ფაქტები.

აქცია ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს.

„მოძრაობა ‘ეს შენ გეხებამ’ კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა!

დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.

გელით შაბათს. მიზანს მხოლოდ ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ!“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორებს განცხადებაში.