ჯგუფ „აეროსმიტის“ სოლისტს, სტივენ ტაილერს მასზე 40 წლით ახალგაზრდა ქალთან აქვს რომანი, 28 წლის ეიმი ენ პრესტონი სტივენის ასისტენტია.
მარტში ტაილერი 68 წლის გახდა, თუმცა ასაკის მატებას დიდად ვერ გრძნობს.
„სტივენი ჯერ კიდევ მოზარდივით იქცევა და არავის უკვირს, რომ მასზე ძალიან უმცროსი ქალები მოსწონს,“ – განაცხადა ტაბლოიდებთან მომღერალთან დაახლოებულმა წყარომ.
ტაილერი და პრესტონი ერთად პირველად 2015 წელს ჰავაიზე დააფიქსირეს და ყველა მიხვდა, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი არ იყო. სტივენი გოგონას დამალვას სულ არ ცდილობს – „ოსკარის“ დაჯილდოების შემდეგ წყვილი ერთად იმყოფებოდა ელტონ ჯონის წვეულებაზე.
ეიმი სტივენის შვილზე, ლივ ტაილერზე 10 წლით უმცროსია.

