პირველად 88 წლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი კუბაში ჩავიდა. ბარაკ ობამა ფიდელ კასტროს ძმასთან, რაულ კასტროსთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს, მის უფროს ძმასთან, ფიდელთან კი, რომელიც ქვეყანას რევოლუციის შემდეგ მართავს, არანაირი შეხვედრა არ არის დაგეგმილი.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ობამა და კასტრო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობას, ასევე – კუბის პოლიტიკურ რეფორმას განიხილავენ.
უკანასკნელად აშშ-ს პირველი პირი კუბას 1928 წელს ეწვია.
