ობამას ქალიშვილებისთვის კუბაში ვიზიტი ესპანური ენის დამატებითი გაკვეთილებიც აღმოჩნდა. სურათებზე, რომელიც თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სოუზამ კუბაში აშშ-ს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტისას გადაიღო, ჩანს, რომ მალია ობამა მამისა და კუბელი მამაკაცის საუბრისას რესტორანში თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს.
ამას გარდა, სოუზამ „ინსტაგრამზე“ კუბაში გადაღებული კიდევ რამდენიმე ფოტო განათავსა, სადაც პრეზიდენტის ოჯახის არაოფიციალური შეხვედრებია ასახული.
პირველი ლედი მიშელ ობამა ქალიშვილებთან ერთად საკათედრო ტაძარში
ბარაკ ობამა კუბელებს ესალმება
პრეზიდენტი თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად კუბას თვითმფრინავის ილუმინატორიდან უყურებს
ჰავანას წვიმიან ქუჩებში ობამა ქოლგით სეირნობდა
ჰავანას ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლები ესალმებიან აშშ-ს პრეზიდენტს, რომელმაც რესტორნის წინ გაიარა






