LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა 19 კგ დაიკლო

მეორე შვილის – სეინტის დაბადების შემდეგ კიმ კარდაშიანი ჯიუტად ცდილობს, ორსულობის დროს მომატებული კილოგრამები დაიკლოს. იანვარში რეალითი-შოუს ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მან 13 კგ-ს დაკლება შეძლო, მას შემდეგ კი მისი წონა კიდევ 6 კგ-თი შემცირდა.

კარდაშიანი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ 8 კგ-ს მოკლება სურს. როგორც კიმი სოციალურ ქსელში წერს, მშობიარობის შემდეგ იგი 86 კგ-ს იწონიდა, საბოლოო მიზანი კი 59 კგ-მდე ჩამოსვლაა.

ზედმეტ წონას კარდაშიანი ატკინსის დიეტით ებრძვის, კვებაში მაქსიმალურად არის შეზღუდული ნახშირწყლები.

395x594_1_d8a11a077830e68d7e75cb50a9b29a06@395x594_0xc0a839a2_6090267101458616980
410x594_1_0da2c6ebb84822e7fc87d997d27aefcf@410x594_0xc0a839a2_9768411041458616978