გადაცემას ”რადიო დუეტი” ცირა ბზიშვილი და თამუნა მიქელაძე ესტუმრნენ.
როგორ ხართ?
ცირა: – გამოვჩნდი ჩემი სევდიანი რეპერტუარით თამუნასთან ერთად. ახალი სიმღერის დაპრემიერების წინ ყოველთვის განცდა მაქვს ხოლმე. მიმართლებს და ჩემი ნამუშევრები მსმენელის გულშია. უნდა ავღნიშნო, რომ ჩემს ყველა სიმღერას კარგი მომღერლები ასრულებენ. მადლობა მსმენელს, რომ ჩემი სიმღერები ასე შეიყვარა.
თამუნა: – მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. მადლობა იმ ადამიანს, ვინც ცირას დამაკავშირა და გამაცნო, ეს არის გოგიტა გოგიძე.
ვისი იდეა იყო თქვენი თანამშრომლობა?
ცირა: – ორი თვეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თამუნა იმ სურვილით მესტუმრა, რომ ჩემი სიმღერა შეესრულებინა, შემდეგ იყო შერჩევა, გაკეთდა დემო ვარიანტი, რომლის მორგების შემდეგად ხვდება კომპოზიტორიც და მომღერალიც მოუხდება თუ არა მომღერალს. თამუნასთან არ მქონია შემოქმედებითი მუშაობა. როგორც კი დემო ვერსია იმღერა, მივხვდი რომ მისი იყო. გამარჯვების განცდა მქონდა. სიმღერა არის სედვიანი, მან ამიხსნა რაც უნდოდა, მე თამუნა ასეთი დავინახე. სიმღერა სიყვარულზეა, განცდაზე. ”მჯეროდა” ჰქვია სიმღერას, ნიშნავს იმას, რომ მჯეროდა არა გუშინ, არამედ კიდევ მჯერა.
როგორ შეიქმნა სიმღერა?
ჯერ მუსიკა დაიწერა. ყველა ჩემი სიმღერის შემთხვევაში ძირითადად ასეა. შინაარსზეც შევჯერდით. მან თავისი იდეები მომაწოდა. ვცდილობ ხოლმე, რომ იმ ადამიანის სათქმელი იყოს გადმოცემული, ვინც ასრულებს. ბევრი ფრაზა თამუნამ თვითონ ჩადო.
შენთვის მერამდენე ქართული სიმღერაა?
თამუნა: – მეოთხე. ვაპირებ ვიდეორგოლის გადაღებასაც.
მომღერლებს გვიწევს რესტორნებში გვიწევს თავის გატანა…
ცირა: – წუწუნებს ის, ვისაც არ აქვს საკუთარი რეპერტუარი. გარკვეული თანხის გადახდა რთულია, როდესაც კონცერტებზე ჰონორარები არ აქვთ. ყველა მომღერალს, ყველა სიმღერა ჰიტი ვერ ექნება. მცდელობაა მთავარი. თუკი შენ აკეთებ შენს საქმეს და არ ხარ რიგითი ქავერის შემსრულებელი, გაქვს სამუშაო, პერსპექტივა, შენი სახელი და შენი შექმნილი რეპერტუარი. ბევრი ავტორი ზის სახლში და არავის უნდა მათი ქართული სიმღერა. ბევრი უგემოვნო სიმღერებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და აქართულებენ. ყოველი კონკრეტული ავტორის შემოქმედება თვითონ მოუტანს მას წარმატებასაც და წარუმატებლობასაც. ნიჭიერი ადამიანი აუცილებლად დაფასდება, თუ არ დაფასდება, ჩვენ დავიფასებთ თავს, მთავარია სწორად ვიცხოვროთ. არიან მომღერლები, რომლებსაც არ აქვთ საავტორო სიმღერა მაგრამ ავტორები სიამოვნებით იმუშავებდნენ მასთან. მორგებულ სიმღერას რა სჯობს…
სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…
თამუნა: – როდესაც რეპერტუარი არ გაქვს, ძნელია სოლო კონცერტი მხოლოდ ფრანგული სიმღერებით გააკეთო… მიხდება ჩემი აზრით ქართული სიმღერები. ცირას სიმღერა ძალიან მოვირგე. ნელ-ნელა ვცდილობ ჩემი დავაგროვო, მინდა ათი სიმღერა მაინც მქონდეს, რომ გამართულად გავაკეთო სოლო კონცერტი. მინდა ცირას დიდი მადლობა ვუთხრა.
ცირა: – მეც დიდი მადლობა მინდა თამუნას ვუთხრა იმისთვის, რომ ასე გაალამაზა ეს სიმღერა. ჩემი გეგმები კი სულ ახალ ნაწარმოებებთან ასოცირდება. ვმუშაობ სხვა ავტორების არანჟირებებზე, ვმუშაობ ბავშვებთან. 30 მარტს კეთდება ქალაქ გორში საქველმოქმედო ღონისძიება საზღვრისპირას მცხოვრები ბავშვებისათვის. ამ ღონისძიების ინიციატორი არის ქალბატონი გულიკო ბზიშვილი. ის სულ ახლახან გავიცანი.
თამუნა მიქელაძე – მჯეროდა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
