გადაცემას ”ავტოსერვისი” ავტოექსპერტი ზაზა მჭედლიშვილი ესტუმრა.
მსმენელი: – მყავს ”მერსედესი”. 2.2 დიზელის ძრავით. დატვირთვაზე იწყებს ძიგძიგს და უშვებს თეთრ ბოლს. დაბალ ბრუნებზე შეიძლება მთელი დღე ისე ვიარო, ასე არ გააკეთოს. ადრე მხოლოდ ცივზე შვებოდა.
– თედო სანიკიძესთან მიბრძანდით, ავჭალაში. ანდრონიკაშვილის ქუჩაზე.
მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” E კლასი 2.0 კომპრესორი. მექანიკა. ქალაქში 12 ლიტრამდე წვავს და ტრასაზე 8–ს…
– ნორმალურია, არ არის საგანგაშო. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურულ რეჟიმს. მინიმუმ 95 ოქტანობის საწვავი უნდა ჩაასხათ, ზეთი კი აუცილებლად სინთეტიკა.
მსმენელი: – ძრავის ადგილზე გახურება არ შეიძლებაო წავიკითხე და როგორ არის სინამდვილეში?
– ძრავის ადგილზე დიდი ხანი გახურება ძრავისთვისაც ცუდია და ეკოლოგიისათვისაც. ყველაზე მავნე გამონაბოლქვია თავისუფალ ძრავზე. აქ არის რამდენიმე ხრიკი. ძრავი უნდა გახურდეს ცოტა ხნით, 2-3 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ ძრავი მივიდეს სამუშაო რეჟიმამდე, შეგიძლიათ დაძრათ და ნელა იაროთ, უფრო სწრაფად გახურდება დატვირთვაზე. თერმოსტატი ძალიან მნიშვნელოვანია, მან სტაბილური ტემპერატურა უნდა დაიჭიროს, მიუხედავად გარე ტემპერატურისა და დატვირთვისა – 80-85 გრადუსი.
მსმენელი: – მყავს 2005 წლის ”ტოიოტა მატრიქსი”. ავტომატიკა. დამუხრუჭებისას ადგილზე ძრავი ხმაურობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– ეს არის შემთხვევა, როდესაც უნდა ინახოს.
მსმენელი: – მყავს 1998 წლის 1.8 ძრავით ”მიცუბიში პაჯერო იო”. ზეთი ახალი შეცვლილი მაქვს, მაგრამ ძრავს თეთრი ბოლი აქვს. ზეთი ცოტათი იკლებს…
– GDI ძრავში ხდება საწავის მაღალი წნევით მიწოდება. რომელიღაც ინჟექტორი უფრო მეტ ბენზინს ატარებს. შეფრქვევის სისტემა, ამის შემდეგ კი ჩობალის სარქველები შეამოწმეთ.
მსმენელი: – მყავს ”გოლფ 4”. 1999 წლის. წყალს უჭირს აწევა, განსაკუთრებით სიცივეში…
– თერმოსტატის პრობლემა იქნება.
მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” 211. გაზზეა გადაყვანილი და გაზზეც და ბენზინზეც ერთი და იგივე პრობლემა აქვს. ხან კოლოფი იდეალურად ირთვება, ხან კიდევ წელავს.
– აუცილებლად სჭირდება დიაგნოსტიკა მოძრაობაში, არა მხოლოდ კოლოფის, არამედ ძრავისაც. 577 732277 ეს გახლავთ ჩემი ნომერი და მობრძანდით.
მსმენელი: – მყავს 2002 წლის ”ჯიპ გრანდ ჩეროკი”. 4.0 ძრავით. კოლოფზე აქვს პრობლემა. ცივზე 1,2,3,4 და 5 სიჩქარე კარგად ირთვება. როგორც კი გაცხელდება, მეოთხეში აღარ გადადის.
– პირველ რიგში ზეთი და ფილტრი უნდა გამოცვალოთ, რომ გადაარჩინოთ. ზეთი შეიძლება იყოს ძალიან ხარისხიანი, მაგრამ არ შეეფერებოდეს კონკრეტულ კოლოფს.
მსმენელი: – შევიძინე ”სუძუკი SX4. ავტომატიკა 2.0. 2006 წლიანი. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრს წვავს…
– ფილტრები შეცვალეთ. გადაცემათა კოლოფში ზეთი გამოცვალეთ. ძრავი მუშაობს ძალიან დიდხანს, როდესაც ზეთს ასხამენ სწორად. მას სჭირდება 5/30-ზე.
გადაცემის ჩანაწერი
