LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთო ჩადუნელი სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” ავთო ჩადუნელი ესტუმრა.


როგორ ხარ?

ძალიან კარგად. ”არ დაიდარდოში” უკვე ხშირი სტუმარი ვარ, მსმენელი ითხოვს ჩემს სიმღერებს.


როგორ არის შენი პედაგოგი, ქალბატონი ციური?

ეხლაც გაკვეთილი მქონდა, მეცადინეობიდან მოვდივარ. კვირაში სამჯერ-ოთხჯერ მიწევს მეცადინეობა. მინდა რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო, როგორც სპორტსმენი, ისეა მომღერალი. წელიწადია რაც
აქტიურად ვმეცადინეობ.


რესტორანი ყველაზე დიდი გამოცდილებაა მომღერლისთვის…

რესტორანი გეხმარება მაშინ, თუკი კვირაში 1-2 დღე დაისვენებ. მეც რესტორანში ვმუშაობ. ისეთი სიმღერების შესრულება გიწევს, რაც შეიძლება არ მოგწონდეს. ჩემი რეპერტუარი მომწონს, მხოლოდ იმისთვის არ მაქვს, რომ ჩავწერო და გაიყიდოს. ამ ერთი წლის განმავლობაში, დღეს უკვე მეოთხე სიმღერას წარმოვადგენ, ვაპირებ დისკის გამოცემასაც.


ახალი სიმღერით გვესტუმრე, მოგვიყევი…

ბატონმა ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა ტექსტიც და მუსიკაც. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანის სიმღერა შევასრულე, ის ბუმბერაზი კომპოზიტორია. მინდოდა, ცოტა ნოსტალგიური, გულზე მოსახვედრი სიმღერა, ავუხსენი რასაც ვგრძნობდი. ისეთი ტექსტი დაწერა, რომ ჟრუანტელმა დამიარა. დამუშავდა ქალბატონ ციური მჭედლიძესთან ერთად, ესწრებოდა ბატონი ნუგზარიც, ძალიან ნიჭიერი და უბრალო ადამიანია. ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან. მასთან უკვე მესამე სიმღერა გაკეთდა, ის გულით ეკიდება საქმეს, დიდი მადლობა მას. დუდუკი ტარიელ ჩადუნელს ეკუთვნის. მინდა დიდი მადლობა ”არ დაიდარდოს” მენეჯერს გიორგი მშვენიერაძეს გადავუხადო. მე წლების განმავლობაში არ ვცხოვრობდი საქართველოში. თითქოს სხვა ქვეყანაში ყველაფერია, მაგრამ ის გემო არ აქვს, რაც აქ… ქართულ რადიოს რომ ჩართავ… შენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს რომ ნახავ… ვისაც ემიგრანტობა გამოცდილი აქვს, ის გამიგებს.

ავთო ჩადუნელი – ჩემი ლამაზი საქართველო

AudioAVTO CHADUNELI – CHEMI LAMAZI SAQARTVELO


 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioavtochaduneli

 

ავთო ჩადუნელი – დუდუკები. Live

ავთო ჩადუნელი – ლურჯი იები. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები