LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ აპრილს ლილიკო ნემსაძის საღამო გაიმართება

Ardaidardo.Geპოპულარული კომპოზიტორის, ლილიკო ნემსაძის საღამო პირველ აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ეს ფონდ „ავტოგრაფის“ მორიგი პროექტი გახლავთ. შესრულდება ლილიკო ნემსაძის რომანსები და საგუნდო მუსიკა.


ღონისძიებაში უამრავი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობს, მათ შორის მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, დავით გომართელი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ეკა კვალიაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, მაია ბარათაშვილი, სოფო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, ნეკა სებისკვერაძე, ნათია პერანიძე, გიორგი მეფისაშვილი, „ფორტე“. ანსამბლები: ქართული ხმები, შვიდკაცა, მძლევარი, საგალობელი, თბილისის გოგონათა გუნდი, თსუ-ს გოგონათა გუნდი, ქალაქ რუსთავის კაპელა.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

საღამო 20 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა კონსერვატორიის სალაროში უკვე შეგიძლიათ.

Ardaidardo.Ge