LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი გაბისიანმა ახალი კლიპი გადაიღო

Ardaidardo.Ge

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი კლიპის პრემიერისთვის ემზადება. მან თავისი ცნობილი სიმღერა „არ ამაღო მე ხელი“ თავად ჩაწერა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღო. შემდეგ კვირას მას ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით ფართო საზოგადოებას წარუდგენს.


ქეთი გაბისიანი:

ეს სიმღერა ახალი არანჟირებით თავად ჩავწერე. არანჟირების ავტორი გახლავთ ზაზა ხუბუკელაშვილი. ვიდეორგილის რეჟისორი – ბაკურ ბაკურაძე, ოპერატორი – გიორგი ცაავა. გადავიღეთ ერთ-ერთ სტუდიაში, შესაბამისად, კლიპში იქნება სულ სტუდიური კადრები, რამდენიმე სახე მაქვს მორგებული, ერთ-ერთია ფრიდა კალოსი, რისი ფოტოც ახლახან დავდე „ფეისბუქზე“.


სოლოკონცერტის გაკეთებას აპირებდით და გადაიფიქრეთ…

თარიღი გადავწიე. ეს მხოლოდ სოლოკონცერტი არ არის, ეს არის კონცერტი კონკრეტული კონცეფციით, მოიცავს ჩემს თანამშრომლობას სხვადასხვა მუსიკოსთან, მათ შორის, რომა რცხილაძესთან, ზაზა
მარჯანიშვილთან, მიშა მდინარაძესთან და ა.შ. იქნება როგორც ძველი, ასევე ახლაი სიმღერებიც. თუმცა ზუსტი თარიღი, როდის მომზადდება ეს კონცერტი, ჯერჯერობით არ ვიცი.

ნინო მურღულია