LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” დათუნა სირბილაძე ესტუმრა.


– როგორ ხარ?

– ძალიან კარგად, ამინდიც ხელს გვიწყობს, განწყობაც. ზაფხულთან დაკავშირებით მაქვს გეგმები და ნელ-ნელა მოგახსენებთ. მოგიტანეთ ახალი სიმღერა, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მოუხდება გაზაფხულს, ზაფხულს და სხვათაშორის ზამთარსაც. თუმცა, ამ ეტაპზე მინდა ყველას ზაფხულის სიმღერა იყოს.


– როგორია ახალი სიმღერის ისტორია?

– ეს არის ჩვენი კომპანიის, სასტუმროების ქსელის ”მგზავრების” საიმიჯო სიმღერა, შეიქმნა სპეციალურად მგზავრებისთვის. შოთიკო საგანელიძეა მელოდიისა და ტექსტის ავტორი. ჩვენს ბრენდზე მორგებული სიმღერაა. გადავიღებთ კლიპს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ბრენდის, არამედ საქართველოს კურორტების ერთგვარი პრეზენტაცია იქნება. ბევრი ცნობილი სახე მიიღებს მონაწილეობას, ისინი ”მგზავრების” სტუმრები იქნებიან. უკრავს ჯგუფი ”ნიუტონი”, დათო უგრეხელიძის არანჟირებაა. სიმღერაც დათოსთან, ”უნივერსალში” ჩაიწერა. სიმღერის სახელწოდებაა ”მგზავრები”. ჩვენი დამფუძნებელი, დათო ცერცვაძეა იდეის ავტორი. კომპანია 2008 წლიდან არსებობს, გვინდა ყოველ წელიწადს ახალი სიმღერა გავაკეთოთ.


– კონცერტს ხომ არ გეგმავ?

– მაისში იქნება, ექსკლუზიურად დავაანონსებ. აუცილებლად ცოცხალი ბენდით გაიმართება, თუმცა, დეტალებისგან თავს შევიკავებ. 15-მდე სიმღერას მოვამზადებ. ვგეგმავ ასევე უფრო მასშტაბურ კონცერტსაც.

დათუნა სირბილაძე – მგზავრები 

AudioDATUNA SIRBILADZE – MGZAVREBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiodatuna sirbiladze

ვიდეო კოლაჟი

ფოტო