LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცა“ ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება

Ardaidardo.Ge

7 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, „ივენთ ჰოლში“, ანსამბლი „შვიდკაცა“ თაყვანისმცემლებს ახალ ალბომს წარუდგენს, სადაც უკვე ცნობილი და ახალი სიმღერები შევა, მათ შორის დუეტებიც. ალბომის შეძენა მსურველებს იქვე შეეძლებათ, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები კი 23 აპრილიდან გაიყიდება.


„შვიდკაცას“ ახალ ალბომში ქალაქური ჟანრის სიმღერები შევა, სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილი. ახალი სიმღერები წრმოდგენილი იქნება კონცერტზეც, რომელიც ალბომის პრეზენტაციის აღსანიშნავად გაიმართება. მასში, „შვიდკაცასთან“ ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, გიო ხუციშვილი და დათუნა სირბილაძე. აკომპანირებას ანსამბლს გაუწევენ „გუფი ლენდი“ და პიანისტი პაატა ანდრიაძე, ასევე დათო ევგენიძე. სულ კონცერტი საათსა და 20 წუთს გასტანს.