
გადაცემას ”რადიო დუეტი” გელა ბერაძე ესტუმრა.
– როგორ ხარ?
– კარგად, ყოველთვის პოზიტიური განწყობით ვარ, დღესაც ასეთივე სიმღერას შევთავაზებთ მე და შენ მსმენელს.
– დიახ, ეს არის ჩვენი დუეტი, ის მოუხდება ზაფხულს, ქეიფს, დროსტარებას. თუმცა, სანამ ახალ სიმღერაზე ვისაუბრებთ, შენს შესახებ მოგვიყევი…
– ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ჯუმბერ ჯანდიერის სიმღერაზე გავაკეთე ფონოგრამა, რომლის ავტორიც გია მაჭარაშვილია. დაახლოებით ერთ თვეში ბატონ ჯუმბერს ვარსკვლავს უხსნიან და ამ საღამოსთვის მომზადდა ეს სიმღერა.
– შენ სხვათაშორის სხვა მომღერლებივით არ ხარ ხოლმე გაციებული და ყოველთვის მღერი პირდაპირ ეთერში, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვინც ასეთი ვოკალით იბადება, ასეა დღესაც და ჩვენი მსმენელი ჩანაწერს ჩვენს საიტზე ნახავს. სად ჩაიწერა ჩვენი დუეტი, შენ ისაუბრე…
– ჩაიწერა სეუ სტუდიაში, ზაზა ხუბუკელაშვილთან. სატელევიზიო პრემიერას ერთად მოვიფიქრებთ. ”მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ” – ასე ჰქვია სიმღერას.
– სამომავლო გეგმებზე რას იტყვი და რატომ მღერი იმას, რასაც მსმენელს თავაზობ?
– კლასიკური განათლება მაქვს და გულით კლასიკას ვმღერი, პირველად ”იუმორინაზე” გამოვჩნდი და დიდი მადლობა ბატონ ჯემალ ბაღაშვილს ამისათვის. 36 დღე გადიოდა კონცერტი და არანაირი გამოხმაურება საზოგადოებაში ჩემს კლასიკურ შესრულებას არ მოჰყოლია, ამიტომაც ავირჩიე ის ჟანრი, რაც ახლა ”არ დაიდარდოში” ჟღერს.
– ვინ არის შენთვის გამორჩეული ვოკალისტი საქართველოში?
– მე არ ვმალავ და ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, ვოკალისტი ქალი არის ეკა კვალიაშვილი, ასეთი ქალი მომღერალი საქართველოში არ გვყავს. ბიჭებიდან კი მომწონს ანრი ჯოხაძე, იცის რა უნდა იმღეროს, რა უნდა გააკეთოს. სხვათაშორის მივედი მასთან და მინდა რომ არანჟირება გამიკეთოს.
– კონცერტს ან ალბომს როდის ველოდოთ?
– როდესაც დამთავრდება დისკის ჩაწერა, იმის მიხედვით გადავწყვეტ. გააჩნია საზოგადოება როგორ მიიღებს, ან რომელ სიმღერას მოიწონებს.
თაკო მელიქიშვილი & გელა ბერაძე – მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
