
”არ დაიდარდოს” დათო კენჭიაშვილი ესტუმრა.
– როგორ ხარ?
– კარგად, ნაყოფიერად.
– რატომ ხარ ჩვენი სტუმარი, მოგვიყევი…
– ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ ”არ დაიდარდოს” წყალობით გახდა დათო კენჭიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი. თუმცა, დღეს ჩემი სიმღერა არ მომიტანია, მოვიტანე ჩემი საბავშვო სტუდიის, ”თაობის” სიმღერა.
– მოგვიყევი შენს სტუდიაზე…
– ანსამბლი ძალიან აქტიურად მუშაობს, დღე და ღამე, მუხლჩაუხრელად გვაქვს გადაღებები, ჩაწერები, კონცერტები არა მხოლოდ საქართველოში. მალე იგეგმება სხვადასხვა რეგიონში დიდი ტურნე, ვაპირებთ ყველა რაიონში დავნერგოთ სიყვარული. პროგრამა დამუშავების პროცესშია. ჩემთან ერთად არის ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე, სოფო ქიტუაშვილი, მე მისით ვამაყობ.
სოფო: – ბოლო პერიოდში სწორედ იმ სიმღერაზე ვმუშაობდით, რასაც ახლა მსმენელი მოისმენს. ძალიან თბილი და მოსიყვარულეა დათო ჩვენთან, თუმცა ამბობს ხოლმე რომ მკაცრია.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
– ძალიან მაგარი სიმღერაა, ყოველთვის მიყვარდა. არვიცი ვის ეკუთვნის, თუმცა ძალიან მოეწონება, ვინც შექმნა. სიმღერა ბევრნაირად არის შესრულებული. ”არხოტის ცასავით მუქი გაქვს თვალები”, ასე ჰქვია. დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდა მის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, მსმენელს მოეწონება, მინდა ქართველს ხალხს ვუთხრა, რომ ისინი ძალიან მიყვარს, ყველაფერს ვაკეთებ მათთვის. ასე რომ არ იყოს, აქ არ ვიქნებოდი, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს.
ანსამბლი თაობა – არხოტის ცასავით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
