მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე სოფლის ან ქალაქის გარეუბნების მობინადრეები, ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც The British Journal of Psychology-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კვლევაში აქცენტი სოციალიზაციის უნარ-ჩვევებსა და პიროვნებათშორისი ურთიერთობების კავშირზე გაკეთდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა – დაედგინა,რა ზემოქმედებას ახდენენ მეგობრები ჭკვიანი და ნაკლებად ჭკვიანი ადამიანების ბედნიერების შეგრძნებაზე.
მეცნიერების ვარაუდით, ლოგიკა მარტივია: რაც უფრო ხშირად ურთიერთობს ადამიანი ნათესავებთან და მეგობრებთან, მით უფრო ბედნიერია. ურთიერთობას კი, ტერიტორიული სიახლოვე ამარტივებს.
”ჩვენი თეორიის ვარაუდი მონაცემებმა დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ სოციალური კონტაქტების სიხშირე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის გაბედნიერებაში, ამიტომ ქალაქის ცენტრში მცხოვრები ადამიანები სხვებზე ბედნიერები არიან. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ინტელექტის გავლენა. აღმოჩნდა, რომ ინტელექტუალები ბედნიერები მხოლოდ მარტოობაში არიან. მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას კი, სწრაფად იღლებიან და ღიზიანდებიან”, – ამტკიცებს გამოკვლევა.
პარადოქსალური კვლევების ავტორები პროფესორები ნორმან ლი და სატოსი კანაძავა არიან, რომლებიც მრავალი წელია სწავლობენ ადამიანის ცხოვრების პირობებს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. ამგვარ ანომალიას კი, ცოტა ხნის წინ გადაწყდნენ.
კვლევაში 18-28 წლის 15 000 ადამიანი მონაწილეობდა. ლოგიკური იქნება ჩავთვალოთ, რომ ყველაზე დიდი ინტელექტუალებიც კი აფასებენ ოჯახთან და მეგობრებთან გატარებულ დროს.
