
გადაცემას დამზადებულია საქართველოში” ნუგზარ ერგემლიძე ესტუმრა.
– როგორ ბრძანდებით?
– განწყობა შემოქმედებითი მაქვს, რადგან 6 მაისის კონცერტისთვის ვემზადები. ვწერ წიგნებს, მიყვარს ფანტასტიკური ფანტასტიკა, წარმოსახვა. ვხატავ, ჩემ ნახატებს ძირითადად საჩუქრად ვარიგებ.
– დავიწყოთ უფრო შორიდან, შევახსენოთ მკითხველს თქვენი კარიერის დასაწყისი…
– ყველაფერი ვითომ შემთხვევით მოხდა. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. გავიცანი რობერტ ბარძიმაშვილი, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა. მან გადაწყვიტა დაედგა როკ ოპერა, მაშინაც ლექსებს
ვწერდი. მიმიწვიეს პოეტად. ანსამბლის ხერხემალი იყო რომა რცხილაძე და დავწერეთ ”ნატვრის ხე”, ლექსი ჩემია, მუსიკა რომასი. სიმღერა ძალიან მალე გაჰიტდა. რობერტი ხშირად მეუბნეოდა ხოლმე იმღერეო. მე მხოლოდ ორ-სამ სიმღერას ვმეროდი. სიმღერა ”ბაკურიანი” ჩემი პირველი აღიარება იყო, რადიოში ტრიალებდა. სიმღერა და ტექსტი ჩემია.
– რამდენი სიმღერა გაქვთ და რომელია მათგან თქვენი სავიზიტო ბარათი?
– დაახლოებით 150 სიმღერამდე მაქვს. ”ვია 75”-მა მთავარი პიარი გამიკეთა, შემდეგ იყო როკ ანსამბლი. იყო ასეთი ჯგუფი, ”ჯადოსნური გზები”, რომელმაც ჩემი ბევრი სიმღერა შეასრულა. ასევე, ანსამბლი ”პირამიდა” მინდა აღვნიშნო. ზურა დოიჯაშვილი, ზურა მანაგაძე მღეროდნენ ჩემ სიმღერებს. ”თუკი გესიზმრები” არის სიმღერა, რომლის წყალობითაც ცნობილი გავხდი.
– რამდენი ალბომი გაქვთ გამოცემული?
– პირველად იყო ”ვარსკვლავთცვენა 75”, სადაც ჩემი ექვსი ნაწარმოებია, ის რამდენჯერმე გამოიცა. ეს იყო 1986 წელი. ”პატარა გოგო გვერდით ჩამივლის”, ამ სიმღერას მე ვმღეროდი. ჩემი მონაწილეობით ეს პირველი დისკი იყო, მანამდე გამოვიდა ”ივერიის” დისკი, სადაც ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერა იყო შესული.
– თქვენი შვილიც მომღერალია…
– მუსიკოსი, არანჟირების ავტორი, ასევე კომპოზიტორია. გიორგი ნიჭიერი კაცია, როდესაც შემიქებენ, მე ძალიან მიხარია. ის სხვადასხვა ჟანრში მუშაობს.
– ტურნე გქონდათ საქართველოს მასშტაბით…
– დიახ, თითქმის ყველა რეგიონში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ, რომ პატარებიც მოდიოდნენ კონცერტებზე. მათ ვგონივარ კატოს მამა ”ჩემი ცოლის დაქალებიდან”. სიმღერას ”თუკი გესიზმრების” მღერის მთელი დარბაზი. თბილისში კი 6 მაისს დასკვნითი კონცერტი ჩატარდება, ”ივენთ ჰოლში”, საღამო 19:00 საათზე დაიწყება.
ნუგზარ ერგემლიძე – ღრუბლები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



