LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუხიანიძის საზაფხულო სიმღერა და გიორგი ერგემლიძის ექსპერიმენტი

– კახა, შენი ორი ახალი სიმღერა უკვე ტრიალებს ჩვენს ეთერში და საკმაოდ მოთხოვნადიც არის..
– ძალიან მახარებს ეს ფაქტი, დიდი სტიმულია და მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი შემოქმედება. დღესაც მოვიტანე ახალი სიმღერა და დაახლოებით მაისიკენ კიდევ ერთი ნამუშევრის პრემიერას ვგეგმავ.

– რატომ გქონდა საკმაოდ დიდი პაუზა?
– ხდება ხოლმე, უბრალოდ ეს არ ყოფილა სიზარმაცე, რაღაცეები ვერ კეთდებოდა ისე, როგორც მინდოდა. დავიწყე ახალი ცხოვრება და ახალ ფურცლებზე ჩამოვწერე ჩემი მიზნები. არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ შევძელი და ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ თავიდან დაწყება შემიძლია.

IMG_4029
– რაც შეეხება ახალ სიმღერას „Sunny tales“, ვინ არის მისი ავტორი?
– ჯორჯ მოლერს ეკუთვნის ეს სიმღერა. მელოდია მე დავწერე. ვფიქრობ, რომ გადავიღო კლიპი, რადგან ძალიან კარგი სიმღერაა და მგონია, რომ ვიდეო მოუხდება.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– მაქვს სიმღერების საკმარისი რაოდენობა, მაგრამ ალბომზე არ ვფიქრობ, რადგან ყველას ურჩევია ინტერნეტიდან გადმოწეროს. ეს საქართველოში კი არა, მსოფლიოშია პრობლემა. რაც შეეხება ახალ სიმღერებს, ნამდბვილად არ ვაპირებ შეჩერებას და იმ საფეხურზე მაინც ავალ, რაზეც მინდა.

– რატომ გგონია, რომ ალბომი არ გაიყიდება?
– იმიტომ, რომ ხალხი ფულს არ გადაიხდის, რისი მოსმენაც უფასოდ არის შესაძლებელი. ზედმეტი ხარჯია ავტორისთვის. პრობლემა მარტო ეს არ არის, ხალხი ბილეთშიც აღარ იხდის ფულს, აუცილებლად უნდა დაპატიჟო. მეც თუ დისკს გამოვუშვებ, მომიწევს გავაჩუქო. თუმცა არსებობს ჟანრი, რომელიც ძალიან კარგად იყიდება და ეს არის ფანოღი.

– ფიქრობ, რომ უმრავლესობა უსმენს ფანოღს?
– დიახ, ნამდვილად ასეა. ფანღის მსმენელი არასოდეს იყიდის სხვა ჟანრის ალბომს. თუ ოდესმე ეს დამოკიდებულება შეიცვლება, ძალიან მოხარული ვიქნები მეც და სხვა მომღერლებიც, დარწმუნებული ვარ.

– წარმატებებს გისურვებ.

გადაცემის მეორე სტუმარი გიორგი ერგემლიძე და დავით ურუშიძე იყვნენ. შედგა მათი ახალი სიმღერის პრემიერა.
– გიორგი, ძირითადად დუეტები გაქვს…
– მომბეზრდა მარტო მუშაობა, მოსაწყენია და ძალიან მომწონს დუეტი. უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია.

IMG_4052
– ვინ არის ხოლმე თანამშრომლობის ინიციატორი?
– ბოლო დროს ინიციატივები მოდის თანამშრომლობაზე და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ამჯერადაც ასე იყო, დათოსგან წამოვიდა წინადადება და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღეთ.

– რა თანხვედრაში უნდა იყო მუსიკოსთან, მასთან დუეტი რომ ჩაწერო?
– ალბათ მისი მუსიკა უნდა მომწონდეს, რაღაც რომ გამოვიდეს. დათოს პროექტი ძალიან მომწონს და მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.
– დათო, როგორ დაუკავშირდი გიორგის და როგორ შეიქმნა ეს სინგლი?
– გიორგი რამდენიმე წლის წინ საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მაშინ ბენდში იყო და მომწონდა მისი საქმიანობა, ბოლოს მოვიფიქრე, რომ კოლაბორაცია კარგი იქნებოდა, რადგან მუსიკალურად ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. საბოლოოდ შეიქმნა არაჩვეულებრივი საცეკვაო ჟანრის სიმღერა.

IMG_4035

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გიორგი:
ამ გადმოსახედიდან ვხვდებით, რომ ერთმანეთს ვავსებთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიმუშაოთ. ორს უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს და მარტოს ხშირად ბევრი რამე მეზარება.

– ექსპერიმენტებს თუ გეგმავთ?
გიორგი:  კი, ჩემი ახალი პროექტი სწორედ ექსპერიმენტია. ვაპირებთ გაგრძელებას და ვნახოთ რა იქნება. ბევრ რამეს ვსწავლობ პარალელურად.
დათო: არ ვიცით რა იქნება ხვალ, მაგრამ რაც ვიცით ის არის, რომ ერთად კარგი რამეები გამოგვდის. არც ჟანრებში ვართ შეზღუდულები და ეს ძალიან კარგია. ხვალ შეიძლება ჰიპ-ჰოპი წარმოვადგინოთ.

– წარმატებებს გისურვებთ.