როდესაც სანახევროდ არაფერს სჯერდებით და თქვენი ავტმობილისგან მაქსიმალურ კომფორტს მოითხოვთ, სპორტული და დამაჯერებელი BMW X5 თქვენს მოთხოვნებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.
BMW-ს ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია ომეგა მოტორსია. BMW-ს ცენტრში X5-ის რამდენიმე მოდელია წარმოდგენილი.
BMW X5 X Drive 3 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვლი და მისი სიმძლავრე 258 ცხენის ძალაა. ეს მოდელი 100 კილომეტრზე 6,2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, 0-დან 100კმ/სთ-მდე კი 6,9 წამში აჩქარდება.
როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, BMW X5 ყველა სიტუაციაში ერთნაირად ეფექტურია. მაღალი გამავლობის კროსოვერი ნებისმიერი ტიპის, გაყინულ, თოვლიან და უსწორმასწორო რელიეფსაც დაუბრკოლებლად გადალახავს და სიამოვნებას ქალაქში სიარულის დროსაც მოგანიჭებთ.
X5-ის არც თუ ისე დიდი ზომის გამო, მისი გადატვირთულ ქუჩებში მარტივად დაპარკინგებაც არ გაგიჭირდებათ, მით უმეტეს, რომ ეს მოდელი პარკინგ კონტროლითა და უკანა ხედვის კამერითაც არის აღჭურვილი.
X5-ის ეს მოდელი 2 ზონიანი ავტომატური კონდიციონერით, ქსენონის მაშუქებით და სპორტული ტყავის საჭით არის აღჭურვილი. აქვეა დამატებითი სათავსოები, მწეველთა პაკეტი, წინა სავარძლების გამათბობელი და ტელევიზორის ფუნქცია.
გადაცემის ჩანაწერი
