LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატირებული ბრედ პიტი სამხედრო დრამის გადაღებებზე (ფოტო)

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ამჯერად ბავშვებთან ერთად ლონდონში იმყოფებიან. იქამდე სანამ ჯოლი შვილებთან ერთად დროს ატარებს და საქმიან შეხვედრებს მართავს, ბრედ პიტი აქტიურადაა დაკავებული გადაღებებით. პიტი ერთროულად ორ პროექტზე მუშაობს. პირველი გახლავთ ფილმი „ომის მანქანა“, ხოლო მეორე სურათი სამხედრო დრამა „სიჩუმის 5 წამი“. სწორედ ამ ფილმის გადასაღები მოედნიდან გავრცელდა ახალი კადრები. ფილმში ასევე დაკავებულები არიან მსახიობები ლიზი კაპლანი, მარიონ კოტიარი და მეთიუ გუდი.

ახალ ფოტოებზე ბრედ პიტი და ლიზი კაპლანი ჩანან. კადრებში ბრედ პიტი სამხედრო თვითმფრინავთან დაჩოქილი ტირის. სიუჟეტის მიხედვით, პიტის გმირს ფრანგი ქალი უყვარდება, რომელიც ნაცისტების აგენტი აღმოჩნდება. რობერტ ზემეკისის ამ კინოსურათის პრემიერა ნოემბერშია დაგეგმილი.