
მომღერალი სალომე ბაკურაძე ბიჭის დედა გახდა. პატარა ერთი საათის წინ იმედის კლინიკაში გაჩნდა და მას ალექსანდრე დაარქვეს.
სალომესთვის ეს პირველი შვილია. მის მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს კი, გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. “აიიიიიიიტ !!!! ბიჭია ბიჭიიი” – წერს მათი მეგობარი სოციალურ ქსელში. სტატუსს უამრავი მოწონება და მილოცვის კომენტარი ახლავს.
“არ დაიდარდო” ულოცავს ლაშას და სალომეს პატარა ალექსანდრეს შეძენას.
