თანამედროვე ტექნოლოგიების ინტუიციურად მართვა, პურისტული დიზაინის და სპორტულობის ერთიანობა – ეს სწორედ Audi A3-სთვის დამახასიათებელი ნიშნებია.
როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ავტომობილის სალონი ესთეტიკასა და ინტუიციურ ფუნქციონალურობას აერთიანებს. მისი დინამიკა კი ყოველი გასეირნებისას შთაბეჭდილებას ახდენს.
უფრო დაბალი, უფრო ძლიერი, უფრო დინამიური – სწორედ ასეთია Audi A3-ის ახალი ფორმა. პატარა ზომის ფარებით კი Audi A3 კონცენტრირებული და თავდაჯერებული ჩანს.
თუკი მის შემქმნელებს დავუჯერებთ, მაღალ ხარისხსა და ინოვაციურ დიზაინს A3-ის ყოველ დეტალში ვხვდებით. ჰორიზონტალური პანელის არქიტექტურა ხაზს უსვამს სალონის ზომას, 3D-დეკორატიული ჩანართები კი ვიზუალურად იპყრობს მძღოლს.
Audi-ს ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია იბერია ბიზნეს ჯგუფია. ცენტრში A3 1,8 ლიტრიანი FSI ძრავით არის წარმოდგენილი, რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა. ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ვერცხლისფერი მეტალიკი A3 ტყავის სალონით, უკანა ხედვის კამერით, სანავიგაციო სისტემით, სამ ქიმიანი მულტიფუნქციური ტყავის საჭით და ქსენონის ფარებით არის აღჭურვილი.
აქვეა წინა და უკანა პარკირების სისტემა, კრუიზკონტროლი, ავტომატურად დაბურვადი შიდა სარკე, მოძრაობის დროს ზოლიდან ზოლში გადასვლის სისტემა და სხვა ოფციები.
გადაცემის ჩანაწერი
