LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ორი წლის წინანდელი პალტოთი გამოჩნდა (ფოტო)

ქეით მიდლტონი დღეს ლონდონში ჰემპტონ-კორტის პარკს სტუმრობდა, რომლის მეორენაირი სახელწოდება ჯადოსნური პარკია. პრინც უილიამის მეუღლემ დღეს სათამაშო მოედანი  ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებაზე მიდლტონი არქიტექტორ რობერტ მაიერს შეხვდა, რომელმაც აღნიშნული პარკი დააპროექტა. ასევე ქეითი სკოლის მოსწავლეებსაც გაესაუბრა, რომლებიც სპეციალურად მოვიდნენ მასთან შესახვედრად. მიდლტონმა შეხვედრაზე იხუმრა კიდეც, რომ პრინცი ჯორჯი უდავოდ შეშინდებოდა პარკში არსებული დრაკონების ხილვით.

ქეითს პარკის გახსნაზე Michael Kors-ის პალტო ეცვა, რომელიც მასზე უკვე ვიხილეთ ორი წლის წინ ავსტრალიაში ვიზიტისას.