LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა, რომელიც ქეითისთვის ყველაზე ბედნიერ დღედ იქცა

ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს, ყველამ ვიცით, თუმცა ცხოვრებისეული მომენტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამაში. 43 წლის ქეით მასბრიჯი დიდი ხანია შეეგუა იმ აზრს, რომ ვერასოდეს გახდებოდა დედა. ჯერ კიდევ 27 წლის ასაკში პროფესიით მედდას მენოპაუზა დაეწყო, რამაც სამუდამოდ გადაუწურა ახალგაზრდა ქალს დედობის იმედი.  მენოპაუზა ჰორმონალური დისბალანსით იყო გამოწვეული.

უბედური შემთხვევა ქეითის ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როცა ქალბატონი საფრანგეთში ისვენებდა. ველოსიპედით მოსეირნე ქეითს მოულოდნელად ავტომობილი შეეჯახა. შეტაკება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქეითის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ექიმებმა სასწაულით მოახერხეს მისი გადარჩენა და აღმოჩნდა, რომ მას მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. ექიმებმა ქეითს უთხრეს, რომ ის ცუდისთვის უნდა მომზადებულიყო. შესაძლოა მას ვერასოდეს შეძლებოდა სიარული. ამავე დროს გაირკვა, რომ შოკურმა მდგომარეობამ თავის ტვინში ადრენალინის დიდი დოზით მოზღვავება გამოიწვია, რამაც თავდაყირა დააყენა ქეითის ჰორმონალური სისტემა. მას მენსტრუალური ციკლიც კი აღუდგა. შესაბამისად 3 წლის თავზე ქეითი შოკში ჩავარდა, როცა შემთხვევით გაიგო, რომ ორსულად იყო.

დღეს  ქეით მასსბრიჯი 6 წლის ულამაზესი გოგონას, რუბის დედაა და თვლის, რომ უბედური შემთხვევა ყველაზე ბედნიერი დღე იყო მის ცხოვრებაში.

 

‘© Press People picture collect NHS nurse Kate Mansbridge who had a six year old daughter Ruby after her body "rebooted" itself after a horror crash on a cycling holiday’

‘© Press People picture collect NHS nurse Kate Mansbridge who had a six year old daughter Ruby after her body "rebooted" itself after a horror crash on a cycling holiday’