ქეით მიდლტონი ამჯერად ლონდონის ნაციონალური პორტრეტების გალერეას ესტუმრა. სწორედ აქ არის წარმოდგენილი 34 წლის მიდლტონის ფოტოები, რომლებიც მან ჟურნალ Vogue-ისთვის გადაიღო. ამ დრომდე მიდლტონი არასოდეს გამოჩენილა მოდური ჟურნალის გარეკანზე, თუმცა Vogue-ის 100 წლის იუბილესთვის გამონაკლისი გააკეთა.
ქეით მიდლტონს გალერეაში ბრიტანული გამოცემის რედაქტორი, ალექსანდრა შულმანი და გალერეის ხელმძღვანელი, ნიკოლას კალინანი მასპინძლობდნენ. ქეითს Alexander McQueen-ის ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, რომლითაც ის არაერთხელ გამოჩნდა პუბლიკის წინაშე. მათ შორის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ვიზიტების დროს.
