LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი:”ჩვენ დღეს ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული საქართველოს შექმნის თვალსაზრისით”

“ჩვენ დღეს ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული საქართველოს შექმნის თვალსაზირისით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში, ევროპის დღეების გახსნაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა.
”25 წლის წინ ჩვენ ერთად ვიდექით იმისთვის, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, შექმნილიყო ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, საბჭოთა კავშირში. დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ. თავისუფლებისკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ვიღაცას გაემიჯნები, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულს, თანამედროვეს, ისეთს, როგორც შენ გინდა, როგორც შენს წინაპრებს უნდოდათ, როგორც შენს შთამომავლობას ენდომება,” – განაცხადა მარგველაშვილმა.