LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე დევნილთა შენობასთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. როგორც “ფორტუნას” თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი  ძველ საბურავებს გაუჩნდა, რომელიც მოსახლეობამ თავად დაწვა.  დაკვამლიანების გამო კი რამდენიმე მაცხოვრებელმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.