ტურისტი გოგონა ტყიბულის რაიონში დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იგი შსს სამაშველო სამსახურის თამაშრომლებმა ამოიყვანეს. ამ დროისთვის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კლდეზე ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
