LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძემ ვარკეთილში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისი გახსნა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე უკრაინიდან წუხელ დაბრუნდა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, მას შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და მისი პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო პროგრამის მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს. ვაშაძემ გვიან ღამით ვარკეთილში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისიც გახსნა. მან განმარტება ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობაზეც გააკეთა.
”ასობით ადამიანი, ალბათ, ჩამოვა და ჩაერთვება ამ ძალიან საინტერესო კამპანიაში, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. ეს იქნება სრულიად ინოვაციური, განსხვავებული საარჩევნო კამპანია. მე არ მქონია შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. ჩემი ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთოდ არ იმყოფება. ერთადერთი, ნამდვილად შევხდი ჩემს ბავშვობის მეგობარს, დავით საყვარელიძეს,“ – განაცხადა ვაშაძემ.