აშშ-ის ტეხასის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. 7 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიას გადაურჩა ავტობუსის მძღოლი. ის გამოძიებას ჩვენებას რამდენიმე საათში მისცემს.
