
სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი მომღერლის კიდევ ერთ ნამუშევარს იხილავს. პროექტის იდეა მთლიანად სტეფანე მღებრიშვილს ეკუთვნის. სიმღერა სოფოს რუსა მორჩილაძემ დაუწერა. კლიპს კი რეჟისორი ზაზა ორაშვილი გადაიღებს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობას მიიღებს მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრი.
