LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი დედოფლისწყაროში სოლოკონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

ნინი ნადურაშვილი 31 მაისს, საღამოს 8 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიწვევით კონცერტს გამართავს. რაც მთავარია, მსურველებს მასზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ.


ნინი:

დედოფლისწყაროში ჩემი სოლოკონცერტი იმართება. კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილია, რომელიც ჩემი მეგობარი გახლავთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, რომ ამ კონცერტის გამართვის საშუალება მომეცა და მასზე ყველას უფასოდ შეეძლება დასწრება.

სხვათა შორის, ზამთრიდან მოყოლებული, უკვე 18 კონცერტი მაქვს ჩატარებული რეგიონებში. საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციებშიც აღმოვჩენილვარ. ზამთარში, საჩხერეში მივემგზავრებოდით მანქანით, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, სატვირთო მანქანამ გაგვასწრო, ვერ მოახერხა დამუხრუჭება და გადატრიალდა ზუსტად ჩვენ წინ. ძალიან ვინერვიულე, გადმოვედით მანქანიდან მათ დასახმარებლად, ორი ბიჭი იჯდა და საბედნიეროდ, გადარჩნენ…

მოკლედ, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავი და კიდევ ვაპირებ კონცერტების გამართვას. კახეთში უკვე მეორედ მივდივარ და ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, კონცერტი კარგად ჩაივლის.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge