
მომღერალმა ოთო ნემსაძემ,თიკა ჯამბურიასთან, გიორგი ვარდოსანიძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან და სხვა ქართველ შემსრულებლებთან ერთად, ბათუმში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
კონცერტი ქეთი მჟავანაძის დასახმარებლად ჩატარდა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.
ოთო ნემსაძემ ამ კონცერტის შესახებ „არ დაიდარდოს“ უამბო.
ოთო:
ბათუმში ქეთი მჟავანაძის დასახმარებლად ჩავედით. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჩვენ ყოველთვის მასთან ვართ, ვისაც დახმარება სჭირდება. საქველმოქმედო კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. სხვათა შორის, ძალიან მაგარი კონცერტი იყო. ჩვენი სიმღერები შევასრულეთ, ჩემი ალბომიდან „ფიქრების ზღვა“ ვიმღერე. ეს ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
