ჩელსიში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოფენა Chelsea Flower Show გაიხსნა. წელს შოუ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს მიეძღვნათ. სამეფო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორია 300 ათასამდე ყაყაჩოთი მორთეს.
გამოფენის პირველი სტუმრები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი იყვნენ. ქეითი ღონისძიების შესაბამისად, მწვანე ფერის კაბაში იყო წარმოდგენილი. წყვილს მალე დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჰარი შეუერთდნენ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც. უკვე დღეიდან შოუ ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ორგანიზატორები თვლიან, რომ წელს შოუს 160 ათასამდე ადამიანი მოინახულებს.
გამოფენა ინგლისში 1913 წლიდან იმართება და სწორედ ამით იხსნება ზაფხულის სეზონი.
