LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგა დრო, რომ ქართველ ხალხს ჩავაბარო ანგარიში

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” დათო კენჭიაშვილი ესტუმრა.

– როგორ ხარ და რა ხდება შენსკენ?

– განწყობა სტაბილური მაქვს, როგორც ყოველთვის. სიმღერებიც განწყობის შესაფერისი მაქვს, ლირიული. ბევრჯერ მიცდია საკუთარ სტუდიაში გამეკეთებინა რაიმე სახალისო, თუმცა, არ მომწონს. ჩემი მუსიკალური სტილი ჩემი შინაგანი მდგომარეობაა, რაზეც მემღერება, იმაზე ვმღერი.


– გაქვს საბავშვო სტუდია ”თაობა”, იქ რა სიახლეებია?

– ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭიკო ნავროზაშვილს, ხვიჩა ღვთისიაშვილსა და ნინო გაბურს, ბავშვების აქტიურობა მათი დამსახურებაა. თუ არ ვარ საზღვარგარეთ, მეც მუდმივად მათთან ერთად ვარ. მალე სტუდია ”თაობა”, იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც, გვეყოლება ღირსეული რეპეტიტორები, მეცადინეობა მოხდება ჩემი პროგრამის მიხედვით, ყოველი კვირის ბოლოს ჩავიბარებ იმას, რაც ჩემმა პედაგოგებმა ბავშვებს გადასცეს. ჩემს სტუდიაში ისწავლება ქართული გალობა, სიმღერა, მოდერნიზებული ფოლკლორი და ინსტრუმენტები. ასაკი არის 4-19 წელი.


– როგორც ვიცი, დიანა ღურწკაიას ეხმარები…

– დიახ, გვერდით ვუდგავარ, ძალიან მიყვარს. ის არის ჩემი უფროსი დაიკო. იყო ჭორები, რომ თითქოს ერთმანეთი მოგვწონდა… მალე ალბომის პრეზენტაცია ექნება და მინდა წარმატება ვუსურვო.


– სიმღერამ ”რანდენი მალოდინე” დიდი პოპულარობა მოგიტანა…

– პირველი სიმღერა იყო ლელა თათარაიძის ”შენმა სურვილმა დამლია”, ეს ქალბატონი ჩემთვის არის მთის სიმღერების დედოფალი. ამ ადამიანის სიმღერით ავიდგი ფეხი და დავიბადე ქართველი
მსმენელის წინაშე. შემდეგ იყო ”რამდენი მალოდინე”. ეს არის შედევრი, მისი შემქმნელი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, თეონა ქუმსიაშვილი. ამ სიმღერამ ბევრი რამ შემაგრძნობინა მის ხელოვნებაში. ”არ დაიდარდო” ყოველთვის გვერდში მედგა და იყო პირველი, სადაც ჩემი სიმღერა გაჟღერდა.


– ფილმში მიიღე ბოლოს მონაწილეობა…

– მე ეს სფერო არ ვიცი, ძალიან უცხოა ჩემთვის, მაგრამ ბატონმა გია კაჭარავამ, ფილმის რეჟისორმა მითხრა, რომ მსახიობური ნიჭი მაქვს. პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა ვერც ეკონომისტობას დავიბრალებ.


– სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…

– დადგა დრო, რომ ქართველ ხალხს ჩავაბარო ანგარიში და არა მარტო მე, იქნებიან ჩემი სტუდიის ბავშვებიც. ტურნე მოიცავს მთელს საქართველოს. დაახლოებით 20 კონცერტი გაიმართება, დასკვნითი გამოსვლა კი ოქტომბერში, ფილარმონიაში იგეგმება. არის რამდენიმე ახალი სიმღერა, რომელზეც ვმუშაობ. სიმღერას, რომელიც ახლა მოგიტანეთ, ვასრულებ გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად და ჰქვია ”ლანდებს”.


გიორგი ვარდოსანიძე & დათო კენჭიაშვილი – ლანდებს

AudioGIORGI VARDOSANIDZE&DATO KENCHIOASHVILI – LANDEBS



გადაცემის ჩანაწერი

Audiokanchodavardo

გიორგი ვარდოსანიძე & დათო კენჭიაშვილი – ლანდებს


ვიდეო კოლაჟი




ფოტოები