LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი:”რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე არ დაურღვევია”

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მიერ ქვეყნის კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ”ფორტუნას” სუს-ში განუცხადეს, რუსული საოკუპაციო ძალების ”მი 8” ტიპის სამხედრო ვერტმფრენი 26 მაისს, დღის მანძილზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებდა უკანონო ფრენას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ვერტმფრენი დღეს გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევთან ახლოს გამოჩნდა.