LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერიკა – იმერული ხმები არ დაიდარდოს ეთერში

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ბენდი ”იმერიკა” ესტუმრა. მისი წევრები არიან: ნიკა ჯელაძე, გიორგი ხელაძე, გიორგი ედიბერიძე, ბეჟან ნეფარიშვილი, ნარიკო დუნდუა, კობა დუნდუა, ბესო კაპანაძე და გურამ ბერეკაშვილი.


– გაგვეცანით…

ნიკა ჯელაძე: – გიორგი ხელაძე ჩვენთან მეორე ხმას ასრულებს, უკრავს ფანდურზე. გიორგი ედიბერიძე სოლისტია, უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე. გურამ ბერიკაშვილი არის ჩვენი ბანი… ჩემი ისტორია კი ქუთაისიდან იწყება, ”ბაგრატი” ჩემი პირველი ანსამბლი იყო. ჩვენი ბენდი 2010 წლიდან მოღვაწეობს, გვაქვს რამდენიმე ჩანაწერი. ანსამბლის სახელი ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის, იმერეთთან და ახალ აღმოჩენასთან დააკავშირა. უფრო მეტად ვპასიურობთ. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ვერ ხერხდება ანსამბლის მობილიზება. ჩვენც რესტორანში მუშაობით ვირჩენთ თავს, ყოველ საღამოს ვუკრავთ რესტორან ”ჭაშნაგირში”. მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ ვასრულებთ. ვმღერით და ვუკრავთ ქავერებს.

გიორგი ხელაძე: – ქუთაისში ანსამბლ ”ბაგრატში” ვმღეროდი, შემდეგ ანსამბლ ”სეუში” ვუკრავდი.

გიორგი ედიბერიძე: – წარმოშობით ქუთაისიდან ვარ, ვმღეროდი ანსამბლ ”ადილაში”, შემდეგ წამოვედი თბილისში.

გურამ ბერიკაშვილი: – მე და გიორგი ”ადილაში” ერთად ვმღეროდით, შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში მღეროდი, ამის შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო
ანსამბლში და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბიჭებთან ერთად ვმღერი.

ბეჟან ნეფარიშვილი: – ჩემი ისტორიაც ქუთაისიდან იწყება. ფოლკლორზე მოგვიანებით გადავედი. ვარ მევიოლინე.

კობა დუნდუა: – მეცხრე კლასში, სამტრედიაში დავიწყე გარმონზე დაკვრა. შემდეგ 11 წლის განმავლობაში ანსამბლ ”ერისიონში” ვუკრავდი.

კობა დუნდუა: – მეც სამტრედიაში დავიწყე მუსიკალური კარიერა. ჯერ კობა წამოვიდა და ცოტა ხანში მეც ჩამოვედი, ვმოღვაწეობდით ანსამბლ ”სეუში”.


– როგორ არხერხებთ საერთო ენის პოვნას?

ნიკა ჯელაძე: – ალბათ ქუთაისლებს მუსიკის შეგრძნება განსაკუთრებული გვაქვს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არ გვყავს ხელმძღვანელი, ჩვენი მდიდარი მუსიკალური წარსულიც არის.


– სულ რამდენი სიმღერა გაქვთ ჩაწერილი?

– ორი სიმღერა უკვე ჟღერს ”არ დაიდარდოს” ეთერში, დღეს კი მესამეც მოვიტანეთ. ჩვენი პირველი სიმღერა, ”სახალისო პოპური” ვფიქრობ, უფრო მეტად მოთხოვნადი იყო.


– რას უკრავთ გარდა ფოლკლორისა?

გიორგი ედიბერიძე: – ვმღერით და ვუკრავთ ქავერებს. ჩვენი ჟანრი არის ფოლკლორი, რადგან ვმღერით რესტორანში, ამიტომაც რეპერტუარი გავამდიდრეთ. თუმცა, რა თქმა უნდა რესტორნის გარეთაც,
სხვადასხვა კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას. რეპერტუარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოლო კონცერტი გავმართოთ. მალე ვებგვერდიც მზად იქნება. ალბომზეც ვმუშაობთ. ესპანეთსა და
საბერძნეთში ვგეგმავთ ქართველი ემიგრანტებისთვის წასვლას.


– ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი?

– ჩვენი მეგობრები, თუნდაც ანსამბლი ”ქორალი”, ან ზაზა ხუბუკელაშვილი.


– ვინ არის თქვენი თამადა?

– კობა დუნდუა არის ბრწყინვალე თამადა, მაგრამ გურამი სვამს უზომოდ.


– სპონსორი გყავთ?

– არა, არ გვყავს. ძალიან კარგი იქნება თუ ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდება.


– ახალ სიმღერაზე გვესაუბრეთ…

– ეს სიმღერა არის ჩვენი და ზაზა ხუბუკელაშვილის ერთობლივი ნამუშევარია და ვფიქრობთ, ადგილს დაიმკვიდრებს. არაჩვეულებრივი არანჟირება აქვს, სახელწოდებაა ”მეფაიტონე”.

ჯგ. იმერიკა – მეფაიტონე

AudioIMERIKA-MEPAITONE

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELISHI – IMERIKA

ჯგ. იმერიკა – ჩანამღერი. Live

ჯგ. იმერიკა – ჯეირანი. Live

ჯგ. იმერიკა – შაირები. Live

ფოტოები