
ანრი ჯოხაძემ სიმღერით „განა, ყველა ქალი ქალია?!“ „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულის ტიტული და პრიზი 5000 ლარის ოდენობით მოიპოვა. როცა მომღერალი სცენაზე მიიხმეს, სიხარულს ვერ მალავდა. ახლაც, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისთვის ნომინანტად დასახელებაც და შემდეგ გამარჯვებაც, მოულოდნელი აღმოჩნდა.
ანრი ჯოხაძე:
ჯერ ნომინანტებში რომ ვნახე საკუთარი თავი, ძალიან მეამა. სიმართლეს გეტყვი, რომ არ ველოდი. ყველას ამბიციური ადამიანი ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის. სხვადასხვა დროს ბევრად კარგი სიმღერები შემისრულებია, მაგრამ ასეთი ყურადღება არ დაუმსახურებია. მელოდიაც ჩემია, არანჟირებაც და ტექსტიც… როცა გამოაცხადეს, რომ წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა, სულელი ბავშვივით ვიდექი სცენაზე… რა ვილაპარაკე, ისიც არ მახსოვს… ძალიან კარგი შეგრძნება იყო. იხილეთ სრულად
