LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ ჰამილტონი: ”საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს”

ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ამერიკის არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ”ამერიკის ხმისათვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

”ფაქტია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც დამსწრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შენიშნა, საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში, ასევე კოსოვოში, სადაც ნატოს მისია იდგა და წარსულში, ერაყშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მისია არ იბრძოდა, იქ ნატოს ბევრმა პარტნიორმა გაგზავნა ჯარები. ”, – განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.