გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა Die Welt-ი წერს.
სტატიის თანახმად, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული.
საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. Die Welt-ის თანახმად, სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.
