LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი : სააკაშვილი აღმაშენებელს ედრებოდა, როგორი თავხედობაა, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა.

„წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.