LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: 10-15 წელიწადში საქართველოს შესაძლებლობა ექნება გერმანიის მსგავსი ეკონომიკა ჩამოაყალიბოს

10-15 წელიწადში საქართველოს შესაძლებლობა ექნება არა ზუსტად გერმანიის, მაგრამ მისი მსგავსი ეკონომიკა ჩამოაყალიბოს, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამ-ოთხ წელიწადში ეკონომიკაში საოცრებების ჩადენა შეუძლებელია და ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, 10-15 წელიც კი ძალიან ოპტიმისტური ვადაა იმისთვის, რომ საქართველო გერმანიის მსგავს ეკონომიკად იქცეს და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სიაში ჩადგეს.

”10-15 წელიწადი არაფერია იმისთვის, რასაც ასწლეულები მოანდომეს სხვა სახელმწიფოებმა, რომ ჩვენ ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგში“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოში 12%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება.

„მე კიდევ უფრო მეტის იმედი მაქვს და გვაქვს ამის რეალური საფუძველი. თუ ბევრი რამ თანხვედრაში მოვიდა, კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება“- აღნიშნა ივანიშვილმა.