საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ორნახევარჯერ მეტი სწრაფმავალი გზები კეთდება, ვიდრე კეთდებოდა და თანაც 14%-ით უფრო იაფად.
როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, დღეს მშენებლობის ტემპები გაცილებით დიდია.
”ეს 14 პროცენტი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით, 140 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით, მილიარდი დაიხარჯა ამ სწრაფმავალი გზების მშენებლობაზე. უნდა ნახოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხები ერთ კვადრატულ მეტრზე, რამდენად იაფად და ხარისხიანად შენდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
